გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან დავითაშვილი: ჩვენი გუნდი პროფესიონალებით და პასუხისმგებლიანი ადამიანებითაა დაკომპლექტებული

24-12-2020

„ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით და პასუხისმგებლიანი ადამიანებით. ეს ის გუნდია, რომელიც მთავრობის პროგრამის განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას შემდეგი 4 წლის განმავლობაში. წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა მოიცავს ქვეყნის ყველა ასპექტს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეონის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პროგრამაში აქცენტი გაკეთდა ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებასა და განვითარებაზე, რათა, პოსტპანდემიურ პერიოდში, პანდემიით გამოწვეული კრიზისი სწრაფად დავძლიოთ; ყურადღება დაეთმო სოციალურ ასპექტს, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფას, რაც პირდაპირ ბმაშია ეკონომიკის სწრაფ აღდგენასთან. აქცენტი გაკეთდა ადამიანების შესაძლებლობების რეალიზებაზე, იმისათვის, რომ შევქმნათ ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყანა და დაწყებული რეფორმები, რომლებიც, ქვეყანაში ადამიანის თავისუფლების კუთხით ხორციელდება, გაგრძელდეს. გაკეთდა აქცენტები საერთაშორისო ურთიერთობებზე, როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო თვალსაზრისით; ასევე, უსაფრთხოების საკითხებზე და გარემოს დაცვაზე.