გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: ჰაერის კომპონენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ინდუსტრიული საწარმოების, ისე გამონაბოლქვის და საწვავის ხარისხის ნაწილში

24-12-2020

რამდენიმე რამ იყო დღეს აქ საყურადღებო და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო - „მწვანე კითხვების“ რაოდენობა. „მწვანე კითხვების“ რაოდენობა არის გასამმაგებული წინა პარლამენტთან შედარებით, რაც მისასალმებელია, რა თქმა უნდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო დონეზე გარკვეული ნაბიჯები არის გადასადგმელი, თუმცა საქმე ახლა აღსრულებაზეა.

„გარემოს დაცვის ნაწილს, არც ეკონომიკური განვითარებას და არც კრიზისულ მართვას, რა თქმა უნდა, არ შევწირავთ. თქვენ იცით, რომ სერიოზული პროგრესია იმასთან შედარებით, რაც იყო მაგალითად რუსთავში ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, მაგალითად, საერთოდ გარემოზე ზიანის მიყენების თვალსაზრისით საკანონმდებლო ინიციატივა შემოტანილია და ორი მოსმენით გავლილია წინა პარლამენტის მიერ, მესამე მოსმენით თქვენ მიიღებთ ამას. შემაკავებელი ღონისძიებებიც არის, ჯარიმები არის საკმაოდ სერიოზული, აღსრულებაზეა ახლა საქმე. რა თქმა უნდა, საკანონმდებლო დონეზეც რაღაც დასასრულებელია, მაგრამ აღსრულებაზეა. თუმცა ჰაერის ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ინდუსტრიული საწარმოების, ისე გამონაბოლქვის და საწვავის ხარისხის ნაწილში და ვფიქრობ, ამ პარლამენტის პირობებში ეს პრობლემები ქვეყანაში, ძირითადი მაჩვენებელი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს და ამის შესაძლებლობა გაქვთ თქვენც და ჩვენც და ამის ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ეს დავასრულოთ,“- განაცხადა პრეიმერ-მინისტრობის კანდიდატმა.