გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია: ტყის რესურსების კუთხით საკანონმდებლო ჩარჩო საკმაოდ ნორმალური გვაქვს, მაგრამ მართვა უფრო ეფექტურად არის განსახორციელებელი

24-12-2020

ტყის რესურსების კუთხით სამინისტრო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით, თუმცა ტყის კომერციალიზაციის თვალსაზრისით საკმაოდ უკან ვართ და ამ მიმართულებით აქტიური სამუშაოა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან.

მისი თქმით, საკანონმდებლო ჩარჩო საკმაოდ ნორმალურია, მაგრამ მართვა უფრო ეფექტურად არის განსახორციელებელი.

„ტყე არ არის მხოლოდ მერქანი. ტყე არის ასევე რეკრეაცია. მერქნული მართვის თვალსაზრისითაც გარკვეული სიახლეებია, სამინისტრო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით, თუმცა ტყის კომერციალიზაციის თვალსაზრისით საკმაოდ უკან ვართ და ამ მიმართულებით აქტიური სამუშაოა. საკანონმდებლო ჩარჩო საკმაოდ ნორმალური გვაქვს, მაგრამ მართვა უფრო ეფექტურად არის განსახორციელებელი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.