გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი გახარია: ჩვენი ამოცანაა დემოკრატიულად განვითარებული ქვეყანა, ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტები და რაც მთავარია, ეკონომიკური კეთილდღეობის საკმარისი დონე, რათა ჩვენ ევროპული სივრცისთვის საინტერესო გავხდეთ

24-12-2020

ჩვენი ამოცანაა დემოკრატიულად განვითარებული ქვეყანა, ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტები და რაც მთავარია, ეკონომიკური კეთილდღეობის საკმარისი დონე იმისთვის, რომ ჩვენ, ამ ევროპული სივრცისთვის საინტერესო გავხდეთ,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.

„ჩვენ, რაც არ უნდა იდეა შევთავაზოთ, თუ ეს საბაზისო პირობები არ დავაკმაყოფილეთ, ყველაფერი ხდება მეორეხარისხოვანი. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რა იდეა გავაჩინოთ, რაზეც უარს ვერ გვეტყვიან, თუმცა ესეც საინტერესოა. არ უნდა იყოს გარეთ ორიენტირებული, შიგნით ორიენტირებული თემაა ეს. ამასთან, ეკონომიკური კეთილდღეობა აქ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია იმასთანდაკავშირებით, რომ ეკონომიკური განვითარების გარკვეულ დონეს მიუღწევლად, ვინმეს გაუხარდება ჩვენი სადმე ხილვა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და საერთოდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ 2024 წელს ვიყოთ მზად იმისთვის, რომ გავაკეთოთ განაცხადი, ჩვენ ხომ განაცხადზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის თვალსაზრისით, აუცილებელი მინიმუმი ხდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ყველა იმ სხვა მოთხოვნასთან ერთად, რაც ყველას კარგად გვესმის - ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხი, დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდირება და რა თქმა უნდა, ინსტიტუციების სიძლიერე. ამიტომ, აქ, იდეა, რასაც თქვენ ამბობთ, იდეა აქტუალური ხდება მას შემდგომ, რაც ამ ყველაფერს დავაკმაყოფილებთ და ეს იდეა, რა თქმა უნდა, განსახილველი არის ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის ამ რეგიონში, გეოპოლიტიკურ ჭრილში. ასეთი იდეების ფრთხილი მოსინჯვაა, მაგალითად საქართველოს როლი შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა მისიებში მონაწილეობა და კიდევ ბევრი რამ, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, თუმცა საბაზისო პირობების დაკმაყოფილება არის ამოცანა ნომერი ერთი. ასეთივე ფრთხილი მოსინჯვა არის ის, რასაც ჩვენ, საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან და დასავლეთთან ხდის პრიორიტეტი ნომერი, ჩვენ ამას ვეძახით „ქონექთივითი“, იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერი შეიძლება გავაკეთოთ, ვიყოთ იდეალურად მზად ყველაფრისთვის, მაგრამ ფიზიკური წვდომა თუ შეზღუდული გვაქვს, უაღრესად დიდი პრობლემები ჩნდება ქვეყნის გზაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ფიზიკური. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, სამწუხაროდ, დღეს არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ფიზიკური საზღვარი ევროკავშირთან. ამ პრობლემის გადალახვის ყველაზე გონივრული და ეფექტური გზა არსებობს შავი ზღვის საშუალებით ამ ფიზიკური წვდომის გაძლიერება ყველა მიმართულებით, ეს იქნება ეკონომიკა, ტრანსპორტი, კულტურა, განათლება, ელექტროგადამცემი ხაზები, ინტერნეტგადამცემი ხაზები, აბსოლუტურად ყველაფერი. ქვეყნის ინტეგრირება ევროპულ სივრცეში, ფიზიკური ინტეგრირება, იქნება შემდგომი 10 წლის ძირითადი ამოცანა ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის, პარლამენტისთვის, ყველასთვის, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციისთვისაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.