გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია: აბაშიძე-კარასინის ფორმატი არის ერთადერთი ორმხრივი არხი პირველ რიგში, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ

24-12-2020

ეს არხი ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, განსაკუთრებით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჰუმანიტარული და ეკონომიკური განზომილების მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აბაშიძე-კარასინის ფორმატს შეეხებოდა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ რომ ეს არის ერთადერთი ორმხრივი არხი, პირველ რიგში, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად.

„აბაშიძე-კარასინის ფორმატს თავისი თავი არ ამოუწურია, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ორმხრივი არხი, პირველ რიგში, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად. ამ არხზე უარის თქმა, ვფიქრობ, რომ არ არის სწორი, ამიტომ ეს არხი ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, განსაკუთრებით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჰუმანიტარული და ეკონომიკური განზომილების მიმართ,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.