გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ქადაგიშვილი: ის რომ საქართველოს მოსახლეობამ რევოლუციური და დესტრუქციული მოწოდებებისკენ არანაირი ინტერესი არ გამოიჩინა, მათ საზოგადოებრივ სიმწიფეზე მიუთითებს

24-12-2020

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი იხილება, საპარლამენტო ტრიბუნა პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობისთვის გამოიყენა.

„ჩემს გამოსვლაში ძირითად აქცენტს პოლიტიკურ საკითხებზე გავამახვილებ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გარკვეულ რეალობას ვუყურებთ, რომელიც ამ დარბაზში ძალიან ნათლად არის ასახული. ეს რეალობა გამოწვეულია ბევრი ფაქტორით და რა თქმა უნდა, ერთ-ერთ ფაქტორია საქართველო, როგორც განვითარებადი დემოკრატიის გზაზე მყოფი ქვეყანა მუდმივად გარკვეული გამოწვევების გადალახვის პროცესშია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ გამოწვევასაც გადავლახავთ. გადავლახავთ ისე რომ, ალბათ დარბაზის ის ნაწილი, რომელიც დღეს ცარიელია შეივსება. შეივსება იმ პასუხისმგებლობის გრძნობით რა პასუხისმგებლობის გრძნობითაც ამ ადამიანებს, ამ პოლიტიკურ ჯგუფს, ისევე როგორც ჩვენ, ჩვენმა მოსახლეობამ მხარი დაუჭირა და პანდემიის მიუხედავად, 2 მილიონმა ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთა.

ეს არჩევანი დღეს ამ პარლამენტის კედლებში ჩვენი სატარებელია და მთავრობა, რომელსაც ჩვენ ნდობას გამოვუცხადებთ, რა თქმა უნდა, ამ ნდობის გამართლების ავანგარდში დგას. დღეს მე მიმაჩნია, რომ ჩვენ არა ვართ 90 ადამიანი გუნდის ერთი წევრი და 12 ადამიანი გუნდის მეორე წევრი. ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ, ერთიანი ჯგუფი, რომელმაც ამ გამოწვევების დაძლევა უნდა შევძლოთ. საქართველოს მოსახლეობამ ნათელი პასუხი გასცა არჩევნების შემდგომ პერიოდს. მათ რევოლუციური, დესტრუქციული მოთხოვნებებისკენ და მოწოდებებისკენ არანაირი ინეტერესი გამოიჩინეს. ესეც ჩვენი საზოგადოების სიმწიფეზე მიუთითებს. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ 10 თვეში ახალი არჩევნები მოდის და ეს იქნება არა მარტო ამ მთავრობის, არამედ მთლიანად ჩვენი ხელისუფლებისათვის საარჩევნო ბიულეტინით კიდევ ერთხელ, საქართველო მოქალაქეების მხრიდან, ნდობის გამოცხადების დრო და პოლიტიკური აქტი. საქართველოს კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი გვაძლევს ყველაფრის საშუალებას, რომ როგორც ერთიანმა გუნდმა ეფექტურად ვიმუშაოთ, რათა ყველა ის ამოცანა და გამოწვევა, რომლებიც ასე ნათლად არის ასახული ჩვენი ახალი მთავრობის სამოქმედო გეგმაში, მაქსიმალურად კარგად შევასრულოთ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.