გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია მცხეთაში გამოცხადებულ მორატორიუმზე: გამოსავალი მარტივია - იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის შენარჩუნება და მოსახლეობისთვის ჟანგბადის მიცემა

24-12-2020

მცხეთაში მშენებლობასა და პრივატიზაციასთან დაკავშირებით დაწესებულ მორატორიუმზე დაბალანსებულ გადაწყვეტილებას მოვძებნით; პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, 2021 წელს უნდა დავსხდეთ, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ და შეუძლებელია, გამოსავალი ვერ ვიპოვოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, გამოსავალი მარტივია - იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის შენარჩუნება და მოსახლეობისთვის ჟანგბადის მიცემა.

„საჭიროა კომპრომისი როგორც მოსახლეობიდან, ასევე იუნესკოდან და სახელმწიფოდან. ჩვენ მზად ვართ ამ კომპრომისისთვის, უბრალოდ უნდა დავსხდეთ და ამ კომპრომისის პირობები განვსაზღვროთ ელემენტარულად იმისთვის, რომ ის დაპირება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მივეცით, შევასრულოთ, ვიდრე გენერალური გეგმა დამტკიცდება, რომ ეს სივრცე რაღაცნაირად ამოვავსოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.