გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია: ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ევროკავშირთან საქართველოს ფიზიკურ წვდომასთან, იქნება უაღრესად მაღალი პრიორიტეტი

24-12-2020

ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან მიერთება პრიორიტეტული საკითხია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ლევან ქარუმიძის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ფაქტობრივად ის, რასაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აკეთებს, მათ შორის რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტის სახით.

„ყველაფერი, რაც დაკავშირებული იქნება ევროკავშირთან საქართველოს სატრანსპორტო და ფიზიკურ წვდომასთან, არა მხოლოდ ხმელეთით, არამედ წყლით და კავშირგაბმულობის სხვა მიმართულებებით - მილსადენები, ასევე ელექტროგადამცემი და ინტერნეტგადამცემი ხაზები, იქნება უაღრესად მაღალი პრიორიტეტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.