გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ჩიქოვანი: პანდემიის ფონზე ჩვენ მივიღეთ ოპოზიცია, რომელიც შესაძლო გამოწვეული კრიზისის მოლოდინშია

24-12-2020

„სამწუხაროდ, პანდემიის ფონზე ჩვენ მივიღეთ ოპოზიცია, რომელიც პანდემიის შედეგად, შესაძლო გამოწვეული კრიზისის მოლოდინშია და პანდემიის შედეგად გამოწვეულ კრიზისებს უკავშირებს საკუთარ მიზნებს და საკუთარ პოლიტიკური განვითარების პერსპექტივას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის 2021-2024 `ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხილვა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლება სოლიდარულია საკუთარი მოქალაქეების მიმართ.

„პირველ რიგში, მინდა დავიწყო იმით, რომ ამ მთავრობის შემადგენლობის და შემდგომში ამ მთავრობის შედეგიანობის განმსაზღვრელი იქნება თუ როგორ გაუმკლავდა ჩვენი ხელისუფლება კოვიდთან ბრძოლას, გლობალურ პანდემიას. მეორეს მხრივ, თუ როგორ შევძლებთ ჩვენ სწრაფ განახლებას და როგორ შევძლებთ იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო კვლავაც დაუბრუნდეს იმ განვითარების ტრაექტორიას, რომელიც მას აქამდე ჰქონდა ეკონომიკური თვალსაზრისით. პანდემიამ დაგვანახა, რომ არის სისტემური გამოწვევები და ეს სისტემური გამოწვევები დგას არა მხოლოდ საქართველოს წინაშე, არამედ დგას ზოგადად, მსოფლიოს წინაშე და ამას გლობალური ხასიათი აქვს. მაშინ როდესაც თითოეულ ჩვენგანს და რა თქმა უნდა, მთავრობას, პირველ რიგში, ყოველდღიურად უწევდა ახალ გამოწვევასთან გამკლავება და ამ გამოწვევასთან შესაბამისი და შესაფერისი გადაწყვეტილების მოძიება, ჩვენ დავინახეთ, რომ ყველამ ერთად, ქართულმა საზოგადოებამ, მთავრობამ, ხელისუფლებამ შევძელით და მართლაც დავდეთ ძალიან კარგი შედეგი, თუ როგორ მოვდივართ აქამდე პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით. მაგრამ ჩვენ კვლავაც არ უნდა შევჩერდეთ და უნდა მივცეთ საშუალება როგორც ხელისუფლებას, ასევე, თითოეულ ჩვენგანს, რომ უფრო უკეთესი შედეგი დავდოთ და უფრო სწრაფად შევძლოთ დაბრუნება ჩვეულებრივი განვითარების ტრაექტორიაზე. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ პანდემიის პირობებში ჩვენ მოგვიწია ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და მნიშვნელოვანი გამოწვევების გამკლავება. ერთ-ერთი ასეთი რამ იყო არჩევნები, რომელიც ჩატარდა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ჩატარდა ჩვენს ქვეყანაში და რომელიც მოითხოვდა მაღალ სოციალურ აქტივობას, რაც თავის მხრივ, იყო საფრთხე პანდემიის გავრცელების თვალსაზრისით. მაგრამ ვთვლი, რომ შედეგი დგას, შედეგი მიღებულია, თუმცა, სამწუხაროდ, ეს შედეგი არ ხდება და არ არის ის ორიენტირი, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს გააჩნიათ. სამწუხაროდ, პანდემიის ფონზე ჩვენ მივიღეთ ოპოზიცია, რომელიც პანდემიის შედეგად, შესაძლო გამოწვეული კრიზისის მოლოდინშია და პანდემიის შედეგად გამოწვეულ კრიზისებს უკავშირებს საკუთარ მიზნებს და საკუთარ პოლიტიკური განვითარების პერსპექტივას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა აქ ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მართლაც, არ არის სასიამოვნო, როდესაც ჩვენ ვხედავთ ნახევრად ცარიელ დარბაზს, ჩვენ გვიწევს უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება, პასუხისმგებლობის აღება, რომ შევძლოთ, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ, მიუხედავად იმისა, ვის მისცა მან ხმა - „ქართულ ოცნებას“ თუ ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ პარტიას, შეძლოს და იგრძნოს საკუთარი ხელისუფლების სოლიდარულობა. მე ვთვლი, რომ სოლიდარულობა არის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ დგას ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების გვერდით, იმიტომ, რომ მართლაც, ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ზოგადად, მმართველობის პერიოდში, ჩვენ დავინახეთ, რომ მთავარი მიზანი და მთავარი შედეგი, რაც ჩვენ მივიღეთ, არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლება არის საკუთარი საზოგადოების სოლიდარული. სოლიდარობა, რომელიც აუცილებელია ისეთ რთულ დროს და აუცილებელია ყველა მოწყვლადი ფენისთვის, ყველა მოწყვლადი სამიზნე ჯგუფისთვის, მაშინ, როდესაც პანდემია მძვინვარებს ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.