სამშაბათი, აპრილი 08, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ოზურგეთის მერია: გოგუაძეების მრავალშვილიან ოჯახზე მორიგი დეზინფორმაცია გავრცელდა

27-12-2020

მორიგი დეზინფორმაცია გოგუაძეების მრავალშვილიან ოჯახზე! ვეხმაურებით სატელევიზიო სიუჟეტით გავრცელებული ინფორმაციას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში მცხოვრები გოგუაძეების მრავალშვილიანი ოჯახის შესახებ, სადაც გაჟღერებულია, რომ სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი სოციალურად დაუცველ ოჯახს თითქმის არაფრით ეხმარება - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"სილაურში მცხოვრები ვალტერ გოგუაძის ოჯახი 9 ადამიანისგან შედგება, აქედან ორი პენსიონერია, ოთხი ბავშვი. ოჯახში 2 ადამიანის საპენსიო შემოსავალი თვეში 500 ლარია, ასევე, თითოეულ ბავშვზე ოჯახი იღებს 50 ლარს - ჯამში 200 ლარს. ოჯახს 6 თვეა ერიცხება პანდემიის გამო განსაზღვრულ დახმარება 415 ლარის ოდენობით. აღნიშნულ თანხას ოჯახი კვლავ აიღებს იანვრის თვიდან. ოჯახის ახალგაზრდა წევრი თბილისში მუშაობს მშენებლობაზე. არის ხელოსანი, თავისი საქმის მცოდნე და მეზობლების განცხადებით თვეში იღებს დაახლოებით 2 000 ლარს. ოჯახმა 4000 $ იყიდა სახლი, საიდანაც 2000 $ უკვე გადაიხადეს. გარდა ამისა, გოგუაძეების ოჯახმა რამდენჯერმე მიმართა მუნიციპალიტეტს დახმარებისთვის, რომელზეც ყოველ ჯერზე დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მაგალითად, 2020 წლის განმავლობაში გოგუაძეების ოჯახმა მიიღო 9 სასურსათო კალათა, მათ შორის, 3 საბავშვო ბაღიდან. მუნიციპალიტეტის მერიამ დააკმაყოფილა მათი განცხადება ბავშვის კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების დაფინანსებისთვის. სხვა დახმარებისთვის გოგუაძეების ოჯახს მუნიციპალიტეტის მერიისთვის არ მოუმართავს. მივმართავთ მედიასაშუალებებს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. ოზურგეთის მერია მოსახლეობის დახმარებას კვლავაც გააგრძელებს და მუნიციპალიტეტში მცხოვრები არცერთი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების მიღმა" - აცხადებენ მერიაში.