გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტში სტატუს კვო მალე შეიცვლება

27-12-2020

„მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას მისცეს ჩვენმა მოქალაქეებმა ხმა, მთელი ჩვენი საზოგადოების გადაწყვეტილება და არჩევანი არის სტაბილური მმართველობა და არა დესტაბილიზაცია, რომ პროცესი უნდა იყოს პარლამენტში, და პოლიტიკა უნდა გაკეთდეს პარლამენტში და არა ქუჩაში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ისტორია ადასტურებს, რომ ის, რაც ხალხს სურს და ის, რაც საზოგადოებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, აუცილებლად მოხდება-
„რადგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ პარლამენტში ყოფილიყო ცხრა პოლიტიკური პარტია. საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტში ემუშავათ და ერთად მიეღოთ გადაწყვეტილებები. საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ პანდემია არ იყო ის ფაქტორი, რომელიც მას შეუშლიდა არჩევანის გაკეთებაში ხელს და მიუხედავად პანდემიისა, ორი მილიონი ჩვენი თანამოქალაქე მივიდა არჩევნებზე. საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ მეტი ქალი ყოფილიყო პარლამენტში - ეს ასეც იქნება და ოპოზიცია ამას ვერ გაექცევა. რაც ჩვენ ვნახეთ, არის ის, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ ავრევთ ქვეყანას, თუ არ ჩატარდება ახალი არჩევნები და ამის მხარდასაჭერად მოუწოდა ყველა ადამიანს, ვინც ხმა მისცა ოპოზიციას. რამდენი ადამიანი მოვიდა ამ იდეის მხარდასაჭერად? მოვიდა მხოლოდ 6-7 ათასი ჩვენი თანამოქალაქე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას მისცეს ჩვენმა მოქალაქეებმა ხმა, აბსოლუტურად ყველა მოქალაქის, მთელი ჩვენი საზოგადოების გადაწყვეტილება არის ასევე მკაფიო, რომ მათ თქვეს, რომ პროცესი უნდა იყოს პარლამენტში, და პოლიტიკა უნდა გაკეთდეს პარლამენტში და არა ქუჩაში, რაც ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველამ, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებმა სხვადასხვა პარტიას მისცეს ხმა, აირჩია ის, რომ ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური მმართველობა და არ აირჩია დესტაბილიზაცია“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ ეს არის მოცემულობა. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მოქალაქეების გადაწყვეტილება აუცილებლად შესრულდება და უახლოეს თვეებში პარლამენტი იმუშავებს ისეთ ფორმატში, როგორც ეს საზოგადოებამ გადაწყვიტა.

„გარწმუნებთ, რომ უკვე მოხდება გარდატეხა და ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში. ვიცი, რომ ეს ზოგიერთებს ძალიან ეწყინებათ, ამ ოპოზიციაში-რადიკალურ ნაწილს, მაგრამ, საბედნიეროდ, ოპოზიციას ჰყავს ისეთი ადამიანებიც, რომლებიც პატივს სცემენ საკუთარი მხარდამჭერების არჩევანს, რომლებიც პატივს სცემენ სახელმწიფო ინტერესებს და ჩვენი მოლაპარაკებების მიზანი სწორედ ეს არის, რომ ამის გარშემო გავერთიანდეთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.