გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

1 და 2-თეთრიანი მონეტების მიმოქცევის ვადა 2020 წლის ბოლომდეა

28-12-2020

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ 1 და 2-თეთრიანი მონეტების საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2020 წლის ბოლოს იწურება.

2021 წლის პირველი იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში 1 და 2-თეთრიანი მონეტების გადაცვლა საქართველოს ეროვნული ბანკსა და კომერციული ბანკებში იქნება შესაძლებელი, 2022 წლის პირველი იანვრიდან კი - მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკში, უვადოდ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, 2019 წლის პირველი იანვრიდან ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი დამრგვალების მეთოდით შეიცვალა. დამრგვალების მეთოდი მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული, ასევე, რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე ვრცელდება, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება კი უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტითაა შესაძლებლებელი.