გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

27 დეკემბრამდე 8 ათასი ტონა ვაშლია ექსპორტირებული

28-12-2020

მიდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან 27 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოდან 8 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 14-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 3.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 7.6 ათასი ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, თურქმენეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.