გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

300 ლარიანი ერთჯერადი დახმარების მიღების მიზნით განაცხადების წარდგენის ვადა 28 დეკემბერს იწურება

28-12-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 300 ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, 24 დეკემბრის ჩათვლით წარდგენილი პირველადი ინფორმაციის დაზუსტების ვადა დღეს, 28 დეკემბერს იწურება.

მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები აქტიურად ეხმარებიან მოქალაქეებს განაცხადების რეგისტრაციის პროცესში. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299 და მიიღოს პასუხები მისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ იმ კომპანიებს, რომლებმაც გამოიჩინეს მაღალი პასუხისმგებლობა და სრულყოფილად წარმოადგინეს მონაცემები. შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, დღეის მდგომარეობით 121 647 განაცხადი არის რეგისტრირებული.

ამასთან, კიდევ ერთხელ, დეტალურად განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან.

https://eservices.rs.ge.

ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე, ინფორმაციას, ასევე, მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დროულად მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.

ვიდეო ინსტრუქცია ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:

https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=144

https://www.youtube.com/watch?v=35UNvIsT_oQ&ab_channel=RevenueService

აქვე გთავაზობთ იხილოთ პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე.