გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა უკრაინის დელეგაციას უმასპინძლა

15-03-2018

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ უკრაინის დელეგაციას უმასპინძლა. როგორც “ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. სტუმრებმა მერს საჩუქრები გადასცეს. 

მხარეემა ორ ქალაქს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს. 

ხელმძღვანელმა პირებმა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამებიც განიხილეს, რომელშიც ქართველი და უკრაინელი სკოლის მოსწავლეები ჩართვებიან. ქართულმა მხარემ ქალაქ პოლტავას დღესასწაულზე ფოლკლორული ანსამბლის მიპატიჟებაც მიიღო. 

“ბორჯომი და პოლტავა 2011 წლიდან დამეგობრებული ქალაქების სტატუსს ატარებენ. ზოგადად ქართველ და უკრაინელ ხალხს მეგობრობის მდიდარი ტრადიცია აქვთ. ორ ხალხთა შორის თბილი და სამაგალითო ურთიერთობით ჩვენც ვამაყობთ. დაბა ბაკურიანში ხომ საუკუნე ნახევარზე მეტია ეს ორი ხალხი ერთად ცხოვრობს და განსაკუთრებულად უფრთხილდებიან ერთმანეთს. ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი იქნება ყველა ის სამომავლო პროექტი, რომელიც ამ ორ ხალხს კიდევ უფრო დაახლოვებს“, - აღნიშნა ლევან ლიპარტიამ. 

აღსანიშნავია, რომ დელეგაციის წევრებს შორის ქალაქ პოლტავაში მცხოვრები რამაზ ზარქუაც იყო. 
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები დაბა ბაკურიანში უკრაინულ დიასპორასაც შეხვდნენ და მუნიციპალიტეტში არსებული ღირშესანიშნაობებიც დაათვალიერეს.

შეხვედრას მერის მოადგილე ბუბა ბერიძე და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მარინა ხუჯაძე დაესწრნენ.

"ინტერპრესიუსი"