გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავა: დარწმუნებული ვართ, სემეკი ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს

28-12-2020

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სემეკი მიიღებს დაბალანსებულ, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთი მხრივ მომხმარებლის უფლებებს დაიცავს და მეორე მხრივ, ენერგოკომპანიებსაც მისცემს საშუალებას, რომ ელეტროენერგია უსაფრთხოდ მიაწოდონ მოსახლეობას და კომერციულ აბონენტებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო ზრდის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.

„პანდემიის დროს ფინანსური კრიზისი ბევრ კომპანიას შეეხო, საზღვარგარეთაც და საქართველოშიც. რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, კანონმდებლობის თანახმად, ტარიფების დადგენას ახორციელებს დამოუკიდებელი რეგულატორი, მარეგულირებელი კომისია - სემეკი, რომელიც თავისი მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს. ამ ეტაპზე ჩვენ არ ჩავერევით მათ კომპეტენეციაში. დაველოდოთ მოვლენებს, ეს არის სემეკის პრეროგატივა და ის მიიღებს დაბალანსებულ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.