გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ივანე მაჭავარიანი: 2020-2021 წლებში ეკონომიკური ვარდნის შედეგად, ბიუჯეტმა 2,2 მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავლები დაკარგა

29-12-2020

საგადასახადო შემოსავლებზე პანდემიის გავლენის შეფასებისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ პანდემიის შედეგად, პირველად გეგმასთან შედარებით მიმდინარე წელს საგადასახადო შემოსავლებში ბიუჯეტს 1,2 მილიარდის დანაკლისი ექნება.

„აღსანიშნავია, რომ ეს არის მხოლოდ ეკონომიკური ვარდნის შედეგად მიღებული დანაკლისი და მასში არ შედის ის 300.0 მილიონზე მეტი საგადასახადო შეღავათი, რომელიც ჩვენ საშემოსავლო და ქონების გადასახადის სახით, ბიზნესის მხარდაჭერისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით დავაწესეთ. ჯამში, 2020-2021 წლებში, მხოლოდ ეკონომიკური ვარდნის შედეგად, დაგეგმილთან შედარებით, ბიუჯეტმა 2,2 მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავლები დაკარგა“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.