გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში სენატორებს ხვდება

15-03-2018

საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში სენატორ დიკ დერბინთან შეხვედრისას საქართველო - ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე, რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრისას განიხილეს ასევე, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, ჰიბრიდული ომი და საქარველოს პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერის კონსოლიდაცია.

,,გიორგი მარგველაშვილმა სენატორს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა და არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტზე გაამახვილა ყურადღება. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით საქართველო ისწრაფვის გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი და ამით გაამყაროს ის ევროპული არჩევანი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა მრავალი საუკუნის წინ გააკეთეს." - აღნიშნულია პრეზიდენტის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

qartli.ge