გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დასავლეთის სარდლობის სამხედროებმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს

29-12-2020

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობამ და მასში შემავალი ქვედანაყოფების სამხედროებმა საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარეს.

სამხედროები სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრნენ და საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საახალწლო ნობათი გადასცეს.

საახალწლო განწყობის შესაქმნელად ჯარისკაცები სენაკში მდებარე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლს „ლაზარე 2015“ ესტუმრნენ. სამხედროებმა ბავშვებს საახალწლო საჩუქრებით დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.