გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით გარეჯი საფრთხეში მყოფი ძეგლების ნუსხაში მოხვდა

15-03-2018

დავით გარეჯი „ევროპა ნოსტრას“ საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში მოხვდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა დვალიშვილმა და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის პროგრამა მიზნად ისახავს, მოახდინოს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ძალთა მობილიზაცია, რათა განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო ქმედებები დაჩქარდეს.
„ევროპა ნოსტრა“ უზრუნველყოფს დეტალური საექსპერტო რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ნომინაცია ასევე იძლევა საშუალებას, ევროპისა და საერთაშორისო მასშტაბით ფონდების მოძიებისთვის, როგორც კერძო, ასევე, საჯარო დაფინანსების წყაროების გამოყენებით. 2018 წლის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი შვიდი ძეგლის პროგრამის ფინალისტები კულტურული მემკვიდრეობის წამყვანმა ევროპულმა ორგანიზაცია „ევროპა ნოსტრამ“ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტმა დაასახელეს. დავით გარეჯთან ერთად, შვიდ ფინალისტს შორის მოხვდა პოსტბიზანტიური პერიოდის ტაძარი ვოსკოპოია და ვითკუქში (ალბანეთი) ვენის ისტორიული ცენტრი (ავსტრია) ბუზლუჟას მონუმენტი (ბულგარეთი) კონსტანტას კაზინო, (რუმინეთი) პრინკიპოსბერძნული ბავშვთა სახლი, პრინცების კუნძულები (თურქეთი) და გრიმსბის ყინულის ქარხანა( გაერთიანებული სამეფო)“.
ფინალურ ნუსხაში შეტანით, საერთაშორისო საზოგადოებამ დავით გარეჯის კომპლექსის გამორჩეული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აღიარა. ძეგლი 2017 წლიდან UNESCO-სმსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნულ წინასწარულ ნუსხაში ირიცხება. საბოლოო, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი შვიდი ძეგლის ფინალური ნუსხის გამოქვეყნებამდე, „ევროპა ნოსტრას“ ექსპერტთა ჯგუფმა 16 იანვარს 12 ძეგლის წინასწარი ნუსხა გამოაქვეყნა, სადაც დავით გარეჯთთანერთად, ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზებიც მოხვდა. ნუსხა „ევროპა ნოსტრას“ ექსპერტთა ჯგუფმა ამ ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების გამორჩეული კულტურული ღირებულებისა და მათ წინაშე მდგარი საფრთხის საფუძველზე შეადგინა. მნიშვნელოვან კრიტერიუმად იყო მიჩნეული მათ გადარჩენაში ადგილობრივი თემების, საჯარო და კერძო დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ასევე, აღნიშნული ძეგლების პოტენციალი – იქცნენ მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კატალიზატორად“, – აღნიშნა პრესკონფერენციაზე.
„განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი შვიდი ძეგლის პროგრამა“ 2013 წლის იანვარში დაფუძნდა ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების ფედერაციის – ევროპა ნოსტრას მიერ, დამფუძნებელ პარტნიორთან – ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან და ასოცირებულ პარტნიორთან – ევროპის განვითარების ბანკთან ერთად.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი „ევროპა ნოსტრას“ პროგრამაში „ევროპა ნოსტრას“ საქართველოს წარმომადგენელმა – ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა წარადგინა;
ამავე პროგრამაში, ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზების ქსელი კი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ იქნა წარდგენილი. საბოლოოდ, ფინალურ ნუსხაში დავით გარეჯი მოხვდა.

"კვირა"