გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

"ფოლადის' სტადიონი რუსთავის საკუთრებაში გადავა

15-03-2018

რუსთავის ,,ფოლადის’’ სტადიონი უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადავა. ამ ეტაპზე გარკვეული პროცედურები მიმდინარეობს და სტადიონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის პროცესი დასრულების ფაზაშია.

,,ფოლადის’’ სტადიონი დღეს, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დაათვალიერეს.

მას შემდეგ, რაც სტადიონი ქალაქის საკუთრებაში გადავა, ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია დაიწყება.

სტადიონზე მოეწყობა ბუნებრივი საფარი რაც საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავს’’ საშინაო მატჩების საკუთარ მოედანზე ჩატარების შესაძლებლობას მისცემს. რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდება ტრიბუნები, გარემონტდება გასახდელები და კეთილმოეწყობა სტადიონის გარე პერიმეტრი.