გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბორჯომში მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლები გასახლებას ითხოვენ

15-03-2018

ბორჯომში, თორის ქუჩაზე მცხოვრები ათი ოჯახი, მერიას ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას სთხოვს. მათი განმარტებით, ტერიტორია მეწყერსაშიშია, მათი საცხოვრებელი ბინები კი ავარიული. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, წინა წლის მაისში მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა, ეს ოჯახები დააზარალა კიდეც. მაშინ მერიას სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად, 65 000 ლარი დასჭირდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების გარდა, ორ ოჯახს კომპენსაცია მისცა, ერთი კი ქირით გაიყვანა და დღემდე უხდის ყოველთვიურ იჯარას. 

„მთაზე ტყე გაიჩეხა და წვიმის დროს მიწის მასა მოდის. შარშან ღელე ადიდა და რაც ქვა–ღორღი და ნიაღვარი იყო, ჩვენს ეზოებსა და სახლში შემოიტანა. ოთახებში ფანჯრებამდე იყო ასული წყალი. როგორც ქვაბში, ისე ვართ მოქცეული. გვეშინია, რომ წელსაც იგივე მოხდება“, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ამალია გიორგაძე.

„ყოველ წელს წყალდიდობაა, გვეშინია. ვყარაულობთ, რომ წყალი არ შემოვარდეს და მძინარეები არ დაგვახრჩოს. დაგვეხმარონ, სადმე გაგვიყვანონ“, – მეზობელს ეთანხმება მარინა კარაპეტოვი.

ბორჯომის მერიაში ამბობენ, რომ მოსახლეობის გასაყვანად ამ ეტაპზე თვითმმართველობას ფული არ აქვს: "ამ ბინას ყოველთვის აქვს რაღაც პრობლემები. მოსახლეობის სურვილია, რომ გავიყვანოთ იქიდან, მაგრამ მუნიციპალიტეტს ამის შესაძლებლობა არ აქვს“, – აცხადებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რადგან, მაისის სტიქიის შემდეგ, თორის ქუჩაზე სანიაღვრე არხი გაწმინდეს და საყრდენი კედელიც გააშენეს. 

imedinews.ge