31-12-2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციის თანახმად, გორში, წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა.
შეტყობინებაზე რეაგირება სწრაფად მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მოხდა 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფის დროული მობილიზება და დაიწყო ქრობის სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების დახმარებით, ბაზრის ტერიტორიიდან, მოვაჭრეებმა მოახერხეს გასაყიდად გამზადებული პროდუქციის უსაფრთხო ადგილას გამოტანა და ხანძრისგან გადარჩენა. არსებობდა, ცეცხლის გვერდით მდგარ შენობებზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა.
ნახანძრალი ტერიტორის დამუშავება და მონიტორინგი მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, რომელიც ხანძრის ქრობის პროცესს ხელმძღვანელობდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.