გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მცხეთის გერბი და დროშა დაადგინა

15-03-2018

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მცხეთის გერბი და დროშა დაადგინა. ინფორმაციას ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ავრცელებს.

„მცხეთის გერბი წარმოადგენს ფარს, რომლის მეწამულ ველს ოთხ ნაწილად ყოფს ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი. ფარის პირველ ნაწილში, მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის პერანგი (კვართი); მეორე ნაწილში - ვერცხლის ორკაპა ჯვარი და ძველი ოქროს გვირგვინი; მესამე ნაწილში გამოსახულია - ოქროს ისრებით გამსჭვალული ვერცხლის მთა (იბერიის მთა) ოქროს ცეცხლით; მეოთხე ნაწილში - მეწამულ ველზე, ვერცხლის მოკვეთილი ხელი ვერცხლის გონიოთი. ფარი დაგვირგვინებულია ოთხკოშკიანი საქალაქო ციხე-სიმაგრით. გერბის ფარს გარს ევლება ოქროს ვაზის ფოთლები. ფარს ქვევიდან ერთვის დევიზის მეწამული ბაფთა ვერცხლის ასომთავრული წარწერით - „მცხეთა“ და ჰერალდიკური ორი ვერცხლის ჯვარი. ბაფთის სარჩული ვერცხლია. 

მცხეთის დროშა წარმოადგენს მართკუთხა ქსოვილს თანაზომიერებით 2:3. დროშის ველი მეწამულია, რომლის ცენტრშიც გამოსახულია ვერცხლის (თეთრი) ჰერალდიკური ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ვერცხლის (თეთრი) ჯვრით. 

საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი ფლობს გერბსა და დროშას, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად კვლავ გაერთიანდა მცხეთის ქალაქის და თემის მუნიციპალიტეტები, რამაც დღის წესრიგში დააყენა თანმდევი ცვლილებები მუნიციპალიტეტის სიმბოლიკაში“, - ნათქვამია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

imedinews.ge