გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2023    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მესამე კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 4.2 პროცენტით გაიზარდა

31-12-2020

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.2 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 15.6 პროცენტიანი ზრდით, რამაც 3.94 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 1.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 6.3 პროცენტიანი ზრდით, რაც 3.49 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.