გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჭიათურის ბაღებში უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩატარდა

15-03-2018

ჭიათურის მერის პაატა ნადირაძის მორიგი ინიციატივითა და მხარადჭერით, დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტს დიმიტრი მხეიძის სახელობის ყელ - ყურ - ცხვირის კლინიკა ,, გიდის,, სპეციალისტები და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს წარმომადგენლები ესტუმრნენ. მოწვეულმა ექიმებმა N1 და №2 საბავშვო ბაღებში უფასო სამედიცინო გამოკვლევა სხვადასხვა დაავადებებზე ჩაატარეს. აქცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მაღალკვალიფიციურმა მედპერსონალმა ქალაქის ბაღებში დასაქმებულებსა და ბაღის აღსაზრდელებს საჭიროების მიხედვით სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

ჭიათურის მერის - პაატა ნადირაძის თქმით, მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება და პრევენციული შემოწმება სოფლის ტერიტორიაზე არსებულ საბავშვო ბაღებსაც მოიცავს