გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ტაბაღუამ უხუცეს რუსთაველ ქალბატონს დაბადების დღე მიულოცა

15-03-2018

უხუცეს რუსთაველ ქალბატონს, ბაბილინა ნაჭყებიას დღეს 102 წელი შეუსრულდა. რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ამირან ჯანჯღავასთან ერთად, ბაბილინა ნაჭყებიას სახლში ესტუმრა და დაბადების დღე პირადად მიულოცა.

ბაბილინა ნაჭყებია წლების განმავლობაში, რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში მედდად მუშაობდა.

რუსთავში ას წელს გადაცილებული სამი უხუცესი ცხოვრობს.

რუსთავის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ასი და ას წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ფინანსური დახმარების სახით, დაბადების დღეზე 300 ლარი ერიცხებათ.