16-03-2018
ორი დღის წინ, მერეთში მცხოვრებმა გია ზარიძემ გორში ფული დაკარგა. პროდუქტების ყიდვის დროს, საფულე ძირს დაუვარდა. მიკროავტობუსით ისე გაემგზავრა სახლში, რომ არც კი შემოუწმებია ჯიბე.
იუსტიციის სახლთან, გურამიშვილის ქუჩაზე საფულე ხიდისთავში მცხოვრებმა მარიამ პაპიაშვილმა იპოვა. ფეისბუქის ჯგუფში ,,ჩემი გორი" პირადობის ასლი გამოაქვეყნა და გორელებს სთხოვა, რომ აღნიშნული პიროვნების მოძებნაში დახმარებოდნენ.
ვიდრე ბატონი გია თანხის დაკარგვის შესახებ, გაიგებდა, მანამდე მისი ოჯახის წევრებს შეატყობინეს. მპოვნელმა თანხა, საბუთები და აფთიაქის ბარათები გორშივე გადასცა გია ზარიძის შვილს.
გია ზარიძე მერეთში ხილის ბაღებს უვლის. გასული წლის ყინვების გამო, მოსავალი თითქმის არ მოვიდა. წლევანდელი სეზონისთვის თანხას, სწორედ, შხამ-ქიმიკატების შესაძენად აგროვებს. იმ დღით გორში მხოლოდ პროდუქტების ყიდვა გადაწყვიტა. სწორედ, პროდუქტების ყიდვის დროს დაუვარდა საფულე.