გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა

6-01-2021

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განკარგულებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განკარგულებაში მითითებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრია.

საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d'honneur) საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა და მას საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის ანიჭებს.

საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მინიჭებული აქვთ მუსტაფა ქემალ ათათურქს, ონორე დე ბალზაკს, ჟან-პოლ ბელმონდოს, იოსეფ ბროდსკის, შარლ დე გოლს და საფრანგეთისა და უცხო ქვეყნების წარჩინებულ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებს.