გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია სომხური ეკლესიის მრევლს შობას და ნათლისღებას ულოცავს

6-01-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სომხური ეკლესიის მრევლს შობას და ნათლისღებას ულოცავს.

პრემიერი დღესასწაულს განსაკუთრებით ულოცავს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს და აღნიშნავს, რომ მათ დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი სახელმწიფოს აღმშენებლობაში.

„შობასა და ნათლისღებას ვულოცავ სომხური ეკლესიის მრევლს.

განსაკუთრებით ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი სახელმწიფოს აღმშენებლობაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - აღნიშნავს გიორგი გახარია.