გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

32-ე ბატალიონის მეოთხე ეტაპი ავღანეთში გაემგზავრა

9-01-2021

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შესრულების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის 32-ე ქვეითი ბატალიონის პირადი შემადგენლობის გადასროლა გრძელდება. ამჯერად ავღანეთში ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეების მეოთხე ნაკადი გაემგზავრა.

ქართველი მშვიდობისმყოფელები ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 6 თვის განმავლობაში ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებენ. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება. უახლოეს დღეებში როტაცია დასრულდება და 32-ე ბატალიონი უფლებამოსილებას მე-13 ბატალიონისგან სრულად გადაიბარებს.

III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების დასკვნითი და ოთხთვიანი ინტენსიური მომზადების ყველა სხვა ეტაპი საქართველოში გაიარა. 32-ე ბატალიონი მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელსაც მისიაში გამგზავრებამდე გადასროლისწინა მომზადების დასკვნითი ეტაპი გერმანიის ნაცვლად, საქართველოში ჩაუტარდა. აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს.