გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ტაბაღუა ოთარ ხმელიძის სახელობის ტურნირის ფინალს დაესწრო

16-03-2018

რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ოთარ ხმელიძის სახელობის ტრადიციული ტურნირი დასრულდა კალათბურთში.

ტურნირის გამარჯვებული თბილისის ,,ჰიუნდაი'' გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში რუსთავის გუნდი დაამარცხა.

შეჯიბრის ფინალს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე დაესწრნენ.

ტურნირის გამარჯვებულ გუნდს ოთარ ხმელიძის სახელობის თასი რუსთავის მერმა გადასცა, საპრიზო ადგილების მფლობელები კი მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა.

ოთარ ხმელიძის სახელობის ტურნირი მეშვიდედ ჩატარდა და მასში მონაწილეობა 2006-2007 წლებში დაბადებული სპორტსმენებით დაკომპლექტებულმა 8 გუნდმა მიიღო.

2002 წელს, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ოთარ ხმელიძეს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიანიჭა, რამდენჯერმე იყო ქართული „ოლსტარის“ გუნდის მწვრთნელი, დასახელებულია საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად და მიღებული აქვს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სიგელი, ხუან ანტონიო სამარანჩის ხელმოწერით. ოთარ ხმელიძე რუსთავის საპატიო მოქალაქეა, დაჯილდოებულია ღირსების მედლით.