გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 13 000 ტონა ამერიკული ხორბალი მიიღო

11-01-2021

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) პროგრამის „საკვები პროგრესისთვის“ ფარგლებში, ფოთის პორტში, 13 000 ტონა მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბლით და 4 000 ტონა სოიოს შროტით (მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში გამოყენებადი საკვები) დატვირთული გემი შემოვიდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ხორბლის შემოტანის პროცესს ადგილზე გაეცნო.

ამერიკული ხორბალი ხელმისაწვდომი იქნება კერძო სექტორისთვის ქართულ ბაზარზე გასაყიდად. გაყიდვებიდან შემოსული თანხა სოფლის მეურნეობის, მათ შორის მეცხოველეობის, განვითარების პროგრამაში ჩაიდება.

„აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამა არამარტო ხელს უწყობს გაუმჯობესდეს ქვეყანაში საკვების უსაფრთხოება და ხარისხი რძის პროდუქტებისა და საქონლის ხორცის წარმოებაში, არამედ ეხმარება კომპანიებს გაძლიერებასა და განვითარებაში. მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას დარგის განვითარებაში მხარდაჭერისთვის. იმედი გვაქვს, მსგავსი ტიპის პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.