გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისში, ხარაზოვის სკვერში მშრალი შადრევანი განთავსდება

16-03-2018

ქუთაისში, ე.წ. ხარაზოვის სკვერში მშრალი შადრევანი ამოქმედდება.

აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად ქუთაისის მერია ტენდერს (NAT180004149) აცხადებს.

სატენდერო დოკუმენტაციაშია მითთებული, რომ  შესაბამისი კვლევების საფუძველზე უნდა შემუშავდეს ე.წ. მშრალი შადრევნის პროექტი.
დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შადრევნის დეკორაციული განათებას (ფერები და ესკიზი შეთანხმდება ქუთაისის მერიასთან შადრევნის (და განათების) მოწყობისათვის გამოსაყენებელი მასალები (კაბელები, განათების სისტემები, შადრევნის ზედაპირი და ა.შ.) უნდა აკმაყოფილებდეს: ხანგრძლივი ექსპლოატაციისა და წყლის მიმართ განსაკუთრებული მედეგობის მოთხოვნებს.

დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ შადრევნის ზედაპირი უნდა იძლეოდეს ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას და მასზე (ან მის მონაკვეთებზე) გამოსახული უნდა იყოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მაიდენტიფიცირებელი ნიშანი. 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 500 ლარია. წინადადებების მიღება  25 მარტს იწყება და  28-ში დასრულდება. 

ამჟამად ხატაზოვის ბაღში ამორტიზებული და გაუქმებული შადრევანია.

"ქუთაისიპოსტი"