გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალში კოვიდ-ლაბორატორია გაიხსნა

11-01-2021

კოვიდ-19-ის პანდემიის უკეთ მართვისა და ინფიცირებულთა დროულად გამოვლენის მიზნით, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის განახლებულ შენობაში (სპირიდონ კედიას №7 ყოფილი "კახოვკა") , გაიხსნა კოვიდ - ლაბორატორია, სადაც არა მხოლოდ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, არამედ, საქართველოს ყველა მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ ჩაიტაროს ტესტი და 15 წუთში მიიღოს პასუხი.

პირველი პაციენტების ტესტირების მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე, პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ლევან ჯუღელი.

"კოვიდ-ლაბორატორიაში, მოქალაქეთა მიღება იწარმოებს ყველა დღე, შაბათ - კვირის გარდა, 10:00- 16:00 საათებში. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის საინფორმაციო სამსახურს, ტელ: 032 234 34 49

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გისურვებთ ჯანმრთელობას!" - აცხადებენ უწყებაში.