გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მიხეილ ჩხენკელი დავით ხახალეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

11-01-2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონის, ევროპის სამგზის ჩემპიონის და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორის დავით ხახალეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართული სპორტის ლეგენდის დავით ხახალეიშვილის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობ მის ოჯახსა და ქართულ საზოგადოებას. მნიშვნელოვანია ბატონი დავითის წვლილი ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარების საქმეში. ათწლეულების მანძილზე დავით ხახალეიშვილი ერთგულად ემსახურა ქართულ სპორტს.

1992 წლის ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებზე, დავით ხახალეიშვილის გამარჯვების შედეგად პირველად აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა საქართველოს დროშა.

დავით ხახალეიშვილის სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული სპორტის ისტორიასა და ქართველი გულშემატკივრების მეხსიერებაში“ - ნათქვამია სამძიმრის წერილში.