გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ბოლნისში მცხოვრებ 86 შშმ ბავშვს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა

12-01-2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ესტუმრა და საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების პაკეტი გადასცა.

აღნიშნული დახმარების აქცია შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში: კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

,,დღეს სოციალური აქცია გაიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების პაკეტები გადავეცით შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს. აღნიშნული აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით განხორციელდა. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების მხარდაჭერა და ამ მხრივ მუნიციპალიტეტი არაერთ პროგრამასა და აქტივობას ახორციელებს. მსგავსი აქციები, ჩვენი ჩართულობით, პერმანენტულად გაგრძელდება“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.