გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბიძინა ივანიშვილი: ქართული საზოგადოება იმდენად მომწიფდა, რომ "ქართულ ოცნებას" ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს

13-01-2021

ჩემი აზრით, ქართული საზოგადოება იმდენად მომწიფდა და იმდენი გამოცდილება მიიღო, უკაცრავად და ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა.

ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, ზოგადად, რას გულისხმობდა თავის ღია წერილში „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასვლასთან დაკავშირებით.

„გუნდის წევრებმა ეს კითხვა ალბათ, ვერ დამისვეს, შეიძლება, ძალიან ბევრს აქვს და ბევრსაც არ მოეწონა, რას ვგულისხმობდი. ვგულისხმობდი იმას, რომ, ჩემი აზრით, ქართული საზოგადოება იმდენად მომწიფდა და იმდენი გამოცდილება მიიღო და დაბრძენდა, უკაცრავად და ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“. მხედველობაში მქონდა ის, რომ მათზე ნიჭიერი პარტია გაჩნდეს, რომელიც ჭეშმარიტად ქვეყანაზე ზრუნვით იქნება დაკავებული, რომ, პირველ რიგში, მოიტანს საკუთარ გონებრივ რესურსს, აჩვენებს გუნდურობას და აჩვენებს იმას, რომ „ქართულ ოცნებაზე“ უფრო გამჭრიახია და უფრო სწორი მიმართულებით შეიძლება განავითაროს ჩვენი ქვეყანა. ნახეთ, დღევანდელი ოპოზიცია და თუ იცით, რა უნდათ?! ერთადერთი უნდათ ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ფეხები მოატეხონ... ოპონენტმა უნდა გააკრიტიკოს, ის ამისთვის არის. შენ თუ იმუნიტეტი გაქვს და ძლიერი ხარ, იმ კრიტიკას შენთვის იყენებ და ასწორებ. ოპოზიციას უდიდესი როლი აქვს, თუ ეს როლი სწორად არ შესრულდა, ვერც პარტია განვითარდება, ვისი ოპონენტიც არის და ქვეყანასაც დააკლდება. მე ვგულისხმობ, რომ, რა თქმა უნდა, დრო თავისას იზამს, უფრო ნიჭიერი ხალხით დაკომპლექტებული ახალი ძალა გაჩნდება და ამას აჩვენებს საზოგადოებას, რომ უფრო კარგად, დალაგებულად, გააზრებულად შეუძლია ქვეყანა სწორი მიმართულებით ატაროს. აი, ამას რომ ჩაენაცვლება „ქართული ოცნება“, ასეთი ოპოზიციაა სანატრელი. „ქართული ოცნება“ რომ ოპოზიციაში იქნება ასეთივე მეთოდოლიგიით, ასეთივე მსოფლმხედველობით, ისეთივე განწყობით, როგორიც დღეს აქვს, რომ მოემსახუროს საკუთარ ხალხს, ეს იქნება ყველაზე დიდი ბედნიერება. ღმერთმა მომასწროს და რა თქმა უნდა, მოვესწრები იმას, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს „ქართული ოცნება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.