გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქართული მარშის მოთხოვნით ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლს დადგამენ

16-03-2018

ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ქართული მარშის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა მშვიდობიანად დასრულდა.

ქართული მარშის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შედეგი მიღწეულია უახლოეს მომავალში დავით აღმაშენებლის ძეგლი ბათუმში დაიდგმება, რამდენიმე თვეში გამოცხადდება კონკურსი, გამოიყოფა ადგილი და დავით აღმაშენებლის ძეგლი ბათუმში აღიმართება.

ბათუმის მერის ლაშა კომახიძის განცხადებით, ტერიტორია ჯერჯერობით შერჩეული არ არის, ძეგლის დასადგმელად ხარჯები კი ბიუჯეტიდან და ასევე სხვადასხვა ფონდების მიერ დაფინანსდება.

"ცოტა ხნის წინ „ქართული მარშის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გავმართეთ. ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი არც ყოფილა. ვფიქრობ, რომ იგი საქართველოს ნებისმიერ ქალაქს დაამშვენებდა. ტექნიკურ დეტალები საკრებულოს დღის წესრიგში იყო. ჩვენ ამ საკითხს ერთნაირად ვუყურებთ. ძეგლის დადგმაზე დაფინასების საკითხი ფონდების მეშვეობით, ასევე ბიუჯეტიდან თანადაფინასებით მოხდება“,- განაცხადა ლაშა კომახიძემ. 

ქართულმა მარშმა ძეგლის დადგმის მოთხოვნით საკრებულოს გასულ წელს წერილობით მიმართა. როგორც მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ პასუხში ვკითხულობდით, ქართული მარშის მოთხოვნა საკრებულოში 2018 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შემდეგ შევიდა, რის გამოც ბიუჯეტში აღმაშენებლის ძეგლის დადგმის ხარჯებს ვეღარ გაითვალისწინებდნენ. პასუხმა მაშინ ქართული მარშის წევრევის უკმაყოფილება გამოიწვია.

imedinews.ge