ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
გუდაურში ე.წ.გადასახედის მონუმენტის რეაბილიტაცია დასრულდა

16-03-2018

გუდაურში ე.წ. გადასახედის მონუმენტის პირველი ეტაპის რეაბილიტაცია დასრულებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ტურისტებსა და დამთვალიერებლებს განახლებული მონუმენტი დახვდებათ. 
პროექტის ფარგლებში, გაკეთდა მოძველებული მოზაიკისა და შენობის „სარტყელის“ აღდგენა, მოხდა კონსტრუქციის გამაგრება. ასევე, მონუმენტამდე მისასვლელ გზაზე ქვაფენილი დაიგო. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარით დაფინანსდა.
განახლებული მუნუმენტი დაათვალიერა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ. 
მინისტრის განცხადებით, დაგეგმილია მეორე ეტაპის სამუშაოები, რაც ითვალისწინებს გარე პერიმეტრის რეაბილიტაციას -პარკინგის, დასასვენებელი ადგილებისა და სავაჭრო ობიექტების მოწყობას. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. 

"ინტერპრესნიუსი"