გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავის მერმა კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

16-03-2018

რუსთავის მერი კინგსის 2017 წლის შემოდგომის სეზონის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულ სამ რუსთაველ მოსწავლესა და მათ პედაგოგებს შეხვდა.

ირაკლი ტაბაღუამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის #24 ქართული გიმნაზიის მეოთხეკლასელ ლიზი მანჯარაფაშვილს, მეხუთე კლასის მოსწავლეებს ანა საბაშვილსა და გიორგი სამუნაშვილს, მათემატიკის ოლიმპიადაზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა, სამომავლო წარმატებები უსურვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

რუსთაველი ბავშვების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი წვლილისთვის, ქალაქის მერმა მადლობის სიგელებით დააჯილდოვა მოსწავლეთა პედაგოგებიც - ჟანა გედენიძე, ქეთევან ქავთარაძე და ხათუნა ხაჩიძე.

ლიზი მანჯაფარაშვილმა, ანა საბაშვილმა და გიორგი სამუნაშვილმა კინგსის 2017 წლის შემოდგომის სეზონის მათემატიკის ოლიმპიადაზე, ქვეყნის მასშტაბით, თანატოლებს შორის ყველაზე მაღალი ქულები დააგროვეს და პირველი ადგილი დაიკავეს.

კინგსის მათემატიკის ოლიმპიადა 2014 წლიდან ტარდება. პროექტის მიზანი ბავშვების ლოგიკური აზროვნების განვითარების ხელშეწყობა და საგანში ცოდნის დონის ამაღლებაა.