გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მამუკა ბახტაძე: მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი მიზანი უნდა იყოს, საქართველო გადავაქციოთ რეგიონალურ ცენტრად ციფრული ეკონომიკისთვის

16-03-2018

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით,  საქართველს მთავრობისა და კერზო სექტორის ერთობლივი მიზანი საქართველოში ციფრული აბრეშუმის გზის განვითარება უნდა იყოს.

ამის შესახებ ბახტაძემ დღეს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.


“საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი მიზანი უნდა იყოს ის, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონალურ ცენტრად ციფრული ეკონომიკისთვის. ამ მიმართულებით, ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ყველანაირი წინაპირობა, რომ ვიყოთ წარმატებულები-აღნიშნა ბახტაძემ.

 მისივე თქმით, ციფრული აბრეშუმის გზის განვითრების იდეა  ერთიანი ციფრული ბაზის შექმნას გულისხმობს,  რომლის საშუალებითაც  ციფრული პროდუქტის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფლად გადაადგილება მოხდება. ეს კი, თავის მხრივ, საქართველოში ახალი სტარტაპებისა და ლაბორატორიების გაჩენის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.

 

 

 

მამუკა ბახტაძის განცხადებით,  ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. „უახლოეს პერიოდში, შეიქნება საერთაშორისო კონსორციუმი, სადაც შევლენ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები. ასეთ დროს, ბუნებრივია, უნივერსიტეტისა და ზოგადად, აკადემიური წრეების, ჩვენი ახალგაზრდების, ვინც არიან დაინტერესებულები თანამედროვე და ციფრული ტექნოლოგიებით ჩართულობას, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.  ამ ყველაფერმა, უნდა მოგვცეს ის ენერგია, რომ საქართველოში შეიქმნას ისეთი ციფრული პროდუქტი, რომელზეც იქნება მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით საქართველოში არსებობს ნიჭი, ტალანტი და რაც მთავარია, სტრატეგია, რომ ვიყოთ წარმატებულები”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

აბრეშუმის გზის ერთიან ციფრულ ბაზართან ჰარმონიზების და ერთიანი პლატფორმის შექმნის მიზანია, საქართველომ, როგორც  თანამედროვე აბრეშუმის გზის ეპიცენტრში მდებარე სახელმწიფომ, დააჩქაროს ქვეყნის განვითარება ციფრული მიმართულებით, რათა საქართველო გახდეს ვაჭრობის ელექტრონულ ტექნოლოგიებში რეგიონის ლიდერი და მთავარი მოთამაშე ქვეყანა.