გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა

23-01-2021

რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე დღეისთვის არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს, მიმოიხილეს განხორციელებული და გასატარებელი ღონისძიებები. ასევე, იმსჯელეს პირველი თებერვლისთვის საჯარო სკოლებში პედაგოგებისა და მშობლების ტესტირების შესახებ. აღინიშნა, რომ სწავლის დაწყების წინ, სკოლებში აღნიშნული რეკომენდაციები მათ შორის სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. ამ ეტაპზე რეგიონში ვირუსით ინფიცირების შემთხვევების კლება ფიქსირდება, სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.