გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კასპის სოფელ ქვემო გომში ახალი სკოლა შენდება

24-01-2021

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში თანამედროვე სტანდარტების, 150 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა გრძელდება. საჯარო სკოლის შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 2 360 000 ლარია. სამუშაოებს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ემ-სი გრუპი ინდუსტრია“ ახორციელებს.

სკოლაში 13 საკლასო ოთახის გარდა მოეწყობა 3 კლასკაბინეტი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, წიგნსაცავი, დირექტორის და ექიმის კაბინეტი, სამსწავლებლო, მანდატურის ოთახი, ლიფტი და სხვა. სანიტარული კვანძი და კვების ბლოკი აადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. მოქმედი სკოლა 1926 წელსაა აშენებული და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. არასაკმარისი ოთახების გამო სწავლება ორცვლიანია.

"სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება და განათლებულ მომავალზე ზრუნვა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობს, ყველა მოსწავლეს ქონდეს შესაძლებლობა სრულფასოვანი განათლება თანამედროვე კეთილმოწყობილ სკოლაში მიიღოს. 2020 წელს მუნიციპალიტეტში 3 ახალი საჯარო სკოლა აშენდა სოფელ ხოვლეში, კოდისწყაროსა და წინარეხში" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.