გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

1-ლი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება

24-01-2021

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, 1-ლი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება.

რაც შეეხება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში გაგრძელება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან. 15 თებერვალს კი კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, შემდგომი შემსუბუქებების განხილვა მოხდება.

"აღსანიშნავია, რომ იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული და მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, მოქმედი რეგულაციები ნარჩუნდება 1-ელ მარტამდე.

სამინისტროს მიზანია, ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი დაუბრუნდეს ბუნებრივ გარემოს – საკლასო ოთახს. თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანია მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლებში დასაქმებული სხვა პირების ჯანმრთელობა. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც სასწავლო ფორმატს ეხება, სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით არის მიღებული" - აცხადებენ სამინისტროში.