გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი მაქარაშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

25-01-2021

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მაქარაშვილმა ონის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ჩიკვაიძესთან ერთად ქ. ონში შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები, რეგიონში ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობები და ონის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის შესახებ თურქეთში ფართოდ რეკლამირების საკითხი.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში დაიგეგმება ონის მუნიციპალიტეტის მერის შეხვედრა თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TICA) თბილისის წარმომადგებლობის ხელმძღვანელთან, სადაც განხილულ იქნება ქალთა და ახალგაზრდობის დასაქმების და სოფლის განვითარების საკითხები.