21-11-2017
აბაშის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა - ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, სხდომას, რომელიც #63 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გოგა ქოიავამ გახსნა, საკრებულოს სრული შემადგენლობა, 32 წევრი დაესწრო. მოგვიანებით, სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ელვარდ ნოდია გაუძღვა.
აღნიშნულ სხდომაზე ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა კვიტაშვილი აირჩიეს, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ გელა ხოშტარია.
სხდომას აბაშის ახლად არჩეული მერი ლევან მაკალათია, მერიის თანამშრომლები და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. ლევან მაკალათიამ საკრებულოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და დეპუტატებს წარმატებები უსურვა.