გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით შერაზადიშვილმა პროექტი „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ შეაჯამა

29-01-2021

აგროცენტრში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, „რეგიონის განვითრების ცენტრის“ წარმომადგენელთან, ნატალია კაკაბაძესთან ერთად, 3-წლიანი პროექტი „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ შეაჯამა.

პროექტი ევროკავშირისა და „რეგიონის განვითრების ცენტრის“ პარტნიორობით განხორციელდა. საგრანტო პროექტის სრული ღირებულება 380 000 ევროს შეადგენდა, აქედან 60 000 ევრო კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის კონტრიბუცია იყო.

საგრანტო პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის საწარმოო პოტენციალის, პრიორიტეტული ეკონომიკური მიმართულებების კვლევა განხორციელდა და ტურიზმის მარკეტინგული სტრატეგია შემუშავდა. აშენდა აგროცენტრი, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს, სხვადასხვა სერვისს სთავაზობს. 2019 წელს კი ბოლნისში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, პირველი საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა.

დავით შერაზადიშვილმა და ნატალია კაკაბაძემ დღეს თამაზ სტეფანიას სახელობის ძველი გერმანული ქუჩაც მოინახულეს. ქუჩის სრულია რეაბილიტაცია პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილი დაიგო, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების ფასადები რეაბილიტირდა და გარე განათების ქსელი მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ კატერინენფელდის მასშტაბით დამონტაჟდა ტურისტული მარკირების ნიშნები, რომლებზეც ძველი გერმანული უბნებისა და ისტორიული ნაგებობების შესახებ ყველა მნიშვნელოვანი იფორმაციაა დატანილი.

პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა „კატერინენფელდის“ მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას მუნიციპალიტეტში. ასევე, მომზადდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტურისტული რუქა და გაიდლაინი.

„დღეს შევაჯამეთ ევროკავშირისა და „რეგიონის განვითარების ცენტრთან“ პარტნიორობით განხორციელებული პროექტი, რომლის სრული ღირებულება 380 000 ევროს შეადგენდა, აქედან 60 000 ევრო კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის კონტრიბუცია იყო. პროექტის ფარგლებში ჩატარდა მნიშვნელოვანი კვლევები, ინფრასტუქტურული სამუშაოები, აშენდა აგროცენტრი და მომზადდა ტურიზმის მარკეტინგული სტრატეგია.

ევროკავშირის დამსახურებით, საქართველოს მასშტაბით, ჩვენ ერთადერთი მუნიციპალიტეტი ვართ, რომელიც აგროცენტრის საშუალებით, ადგილობრივ დამწყებ ფერმერებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს პროდუქტის წარმოებაში ეხმარება. გრანტის ფარგლებში, თამაზ სტეფანიას სახელობის ისტორიული ქუჩის რეაბილიტაციაც განხორციელდა, ასევე 2019 წელს ბოლნისში ჩავატარეთ პირველი საერთაშორისო ფორუმი სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულმა პროექტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური გაძლიერების კუთხით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი, როგორც დონორ ორგანიზაციასა და პროექტის პარტნიორებს, ასევე ყველა ჩართულ მხარეს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.