გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თორნიკე რიჟვაძე: ციტრუსის ექსპორტის მაჩვენებელი 22%-ით გაიზარდა

29-01-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა ციტრუსის სეზონზე და აღნიშნა, რომ წელს ექსპორტზე 37 000 ტონაზე მეტი ციტრუსი გაიტანეს, რაც გასულ წელთან შედარებით 22%-ით მეტია.

''აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ციტრუსის რთველი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს რთველი ნაყოფიერი იყო, რადგან ექსპორტირებულია 37 000 ტონაზე მეტი მანდარინი სხვადსხვა საექსპორტო ბაზარზე, რაც არის წინა წელთან შედარებით 22%-იანი ზრდა.

პანდემიის მიუხედავად შევძელით, რომ თითოეულ ფერმერს ჰქონოდა შესაძლებლობა, საკუთარი მოსავლის რეალიზაცია მოეხდინა. მხოლოდ ციტრუსის რეალიზაციიდან, ფინანსური თვალსაზრისით, 17%-ით მეტია შემოსავალი, რაც 17 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.