გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავა: ჩვენი ეპიდემიოლოგების დამსახურებაა, რომ დღეს ვსაუბრობთ ეკონომიკის გახსნაზე და არა - დახურვაზე

29-01-2021

„ბოლო დროს დამაფიქრებელი ტენდენციებია - მათ შორისაა, ბიზნესიდან წამოსული გულწრფელი კრიტიკა, სადაც შეიძლება ბოლომდე არ იცოდნენ ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების ლოგიკა, მაგრამ ასევე გვესმის ბევრი პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არიან არეულობის მოსურნე და არ სურთ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, უნდათ, რომ დარტყმა მიიტანონ ჩვენს გმირ ეპიდემიოლოგებზე, ჩვენს მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანებზე, ვის მხრებზეც გადაიარა ამ პერიოდში ეპიდემიასთან ბრძოლამ. ეს არის ძალიან უსამართლობა და ვთხოვ ყველას, რომ თავი შეიკავოს ასეთი უსამართლო კრიტიკისგან და ჩვენი საამაყო ეპიდემიოლოგების დადანაშაულებისგან. მათი დამსახურებაა, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკის გახსნაზე და არა დახურვაზე,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.